Posts

მთები და მწვერვალები

Image
    ევერესტი ,  ჩომოლუგმა ,  ჯომოლუნგმა ,  საგარმატხა  — უმაღლესი მთა 8.848 მეტრიანი პიკით,  ჰიმალაის  მთებში, ნეპალისა  და  ჩინეთის   საზღვარზე . სიმაღლე  ზღვის დონიდან  8 848 მეტრს შეადგენს. საფუძველი აგებულია კამნრიულისწინა  გნაისებითა  და  გრანატებით , 7000  მეტრის  ზევით —  მეზოზოური  კრისტალური ფიქლებითა კირვებით. მასივიდან ყველა მხარეს ეშვება  მყინვარები , რომელთა ბოლოები 5 000 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობენ. ევერესტს  პირამიდის  ფორმა აქვს,  სამხრეთი  კალთა უფრო ციცაბოა,  თოვლი  და ფირნი არ ჩერდება და გაშიშვლებულია. ევერესტი პირველად დაიპყრეს  1953  წლის  29 მაისს  ჯ. ჰანტის ინგლისელი ექსპედიციის წევრებმა ნ. ტენცინგმა ( ნეპალი  შერპა) და ე. ჰილარიმ ( ახალზელანდიელი   ალპინისტი ).  1982  წლის  4 მაისს  ევერესტის დაულაშქრავი მარშრუტით მიაღწიეს  საბჭოთა   ალპინისტებმა  ვ. ბალიბერდი...

საქართველოს მხარეები

Image
1. იმერეთი — დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი ისტორიულ-გეოგრაფიულ მხარე, ამჟამად იმერეთის მხარისნაწილი. ვრცელი მნიშვნელობით იგი დასავლეთ საქართველოს ისტორიული სახელწოდებაა, ისევე როგორც ძველი კოლხეთი, ეგრისი, აფხაზეთი.მხარე მდიდარია მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლებით: ქუთაისის ციხე-ქალაქი, ბაგრატის ტაძარი, გელათის სამონასტრო ანსამბლი, გეგუთის ციხე-დარბაზი, მოწამეთის სიძველეები, ანტიკური პერიოდის შორაპნის ციხე-სიმაგრედა ვანის ნაქალაქარი. ეს სიძველეები იზიდავდა უცხოელ სტუმრებს და მოგზაურებს, რომლებმაც მსოფლიოში სახელი გაუთქვეს საქართველოს და მის კულტურას. იმერეთი გამოირჩევა უგემრიელესი ხაჩაპურით რომელიც განთქმულია მთელ საქართველოში. 2.კახეთი — ისტორიული რეგიონი აღმოსავლეთ საქართველოში.კახეთი მევენახეობისა და მეღვინეობის ერთ-ერთი უძველესი კერაა. აქ ვაზის 80-მდე ჯიშია გავრცელებული.კახეთი ერთ - ერთი დიდი რეგიონია საქართველოს ფარგლებში. იგი ადმინისტრაციულად მოიცავს როგორც კახეთს, ასევე ისტორიულ კუთხეს – თუშეთს.კახეთი განთქმულია ღვინით 3.მთიულეთი — საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარ...

ბატეთის ტბა

Image
ბატეთის ტბა  ქარელის რაიონშია.  ძამას ხეობაში .   30-ზე მეტი მონასტერია ერთი ბეწო ხეობაში. ბატეთი მეწყერული ტბაა და ცალ მხარეს ჭაობი აქვს, აი, დაბლითა ფოტოზე მწვანე რომ ჩანს, ეგაა. მწვანე იმიტომაა რომ შვიტებია ამოსული.  უკიდეგანოდ ლამაზი, დიდხეებიანი ტყე აქვს გარშემო. ა)ვეწერებით რომელიმე ექსკურსიაზე, ოღონდ ჯერ ვარკვევთ, მხოლოდ ეკლესიებია პროგრამაში თუ ტბაც. მე ეკლესიების ტურზეც ვარ ნამყოფი და აბსოლუტურად სხვა სამყაროა/სხვა სიტუაციაა. ბ) ჩავდივართ ქარელში ლარიანი მატარებლით, ვქირაობთ იქვე რამე კარგი გამავლობის მანქანას კაცზე 5-10 ლარად, წაგიყვანთ-დაგხვდებათ კოდმანამდე დღის ბოლოს. ან მარტო წაგიყვანთ.  მერე ფეხით უნდა იაროთ ემმმ…. 10-ოდე კილომეტრი.გ) მივბოდიალობთ საკუთარი მაღალი გამავლობის მანქანით, გადასახვევიდან ტბამდე ფეხით – სულ სამიოდე კილომეტრია.  ტბამდე მანქანით ასვლა ცოტა სათუოა, ოფროუდერი თუ არ ხარ, იმიტომ რომ უკიდეგანო ტალახი ევრივეარ. და საერთოდაც,  ტყეში ბოდიალი ვიცი მე ფეხით. არ ინანებთ. სანამ ტბაზე ასვლას დაიწყებთ ნიშნულიდან, მშვენიერ...