მთები და მწვერვალები
ევერესტი, ჩომოლუგმა, ჯომოლუნგმა, საგარმატხა — უმაღლესი მთა 8.848 მეტრიანი პიკით, ჰიმალაის მთებში,ნეპალისა და ჩინეთის საზღვარზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 8 848 მეტრს შეადგენს. საფუძველი აგებულია კამნრიულისწინა გნაისებითა და გრანატებით, 7000 მეტრის ზევით — მეზოზოური კრისტალური ფიქლებითა კირვებით. მასივიდან ყველა მხარეს ეშვება მყინვარები, რომელთა ბოლოები 5 000 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობენ. ევერესტს პირამიდის ფორმა აქვს, სამხრეთი კალთა უფრო ციცაბოა, თოვლი და ფირნი არ ჩერდება და გაშიშვლებულია. ევერესტი პირველად დაიპყრეს 1953 წლის 29 მაისს ჯ. ჰანტის ინგლისელი ექსპედიციის წევრებმა ნ. ტენცინგმა (ნეპალი შერპა) და ე. ჰილარიმ (ახალზელანდიელი ალპინისტი). 1982 წლის 4 მაისს ევერესტის დაულაშქრავი მარშრუტით მიაღწიეს საბჭოთა ალპინისტებმა ვ. ბალიბერდინმა და ე. მისლოვსკიმ, იმავე ღამით (რაც უნიკალური შემთხვევაა ჯომოლუნგმაზე ასვლის ისტორიაში) მწვერვალი დალაშქრეს ს. ბერშოვმა და მ. ტურკევიჩმა.
სახელის დარქმევა ერთგვარი პრობლემა გახდა. კანდიდატებს შორის ბევრი ადგილობრივი სახელი იყო, ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი მრავალსაუკუნოვანი ასეთი სახელი ტიბეტში იყო ჯომოლუნგმა. მოხსენება ამის თაობაზე, 1733წელს პარიზში ფრანგმა გეოგრაფმა ანვილმა გამოაქვეყნა. ნეპალში კი ამ მთას დღემდე საგარმატხას ეძახიან. ბოლოსენდრიუ ვომ განაცხადა, რომ ადგილობრივი სახელების სიმრავლე გაართულებდა მათ შორის ერთ–ერთის არჩევას, ამიტომ ჯორჯ ევერესტის პატივსაცემად წარადგინა ევერესტის სახელწოდება. საგულისხმოა, რომ მთის ზუსტი სიმაღლე სწორედ ევერესტმა განსაზღვრა.
მთები
მთა, მნიშვნელოვანი სიდიდის იზოლირებული ბუნებრივი ამაღლებახმელეთის მეტნაკლებად მოვაკებულ ზედაპირზე. მისიელემენტებია:მწვერვალი -— უმაღლესი წერტილის მიმდებარეზედაპირი; ძირი -— ფუძე ზედაპირის მკაფიოდ გამოსახული გარდატეხისხაზი, რომელიც უწყვეტად შემოფარგლავს მთას; კალთები -— მწვერვალიდანმთის ძირამდე დაშვებული ფერდობი. განარჩევენ მაღალ (ალპურ), საშუალოსიმაღლისა და დაბალ მთებს რელიეფით, ფლორით და ფაუნით.
ასეთი დაყოფა პირობითია, რადგან სიმაღლითა ერთიანი, საყოველთაოდმიღებული გრადიცია არ არსებობს, იგი იცვლება გეოგრაფიული განედისაკლიმატური პირობების (უმთავრესად თოვლის მიჯნის სიმაღლის)შესაბამისად. ასეთი დაყოფა მოსახერხებელია ერთნაირ გეოგრაფიულპირობებში მდებარე მთების შესადარებლად და გამართლებულია იმით, რომმათ ერთმანეთისაგან განსხვავებული მორფოლოგიური სახე აქვთ: მაღალმთებს ახასიათებს ძველი და თანამედროვე გამყინვარებისა და ინტენსიურიფიზიკური გამოფიტვისაგან დაკბილული მწვერვალები, გაშიშვლებულიციცაბო კალთები (მის კალთებზე არ იზრდება არც მცენარეულობა და არცცხოველები ბინადრობენ.), ხოლო საშუალო და დაბალ მთებს -—მომრგვალებული მწვერვალები, გლუვი, დამრეცი კალთები, დაფარულიგამოფიტვის ქერქით, ნიადაგითა და მცენარეულობით.
მასივები ასეულ და ათასეულ კმ-ზე გაშლილ მთიან მხარეებს (მთებს) წარმოქმნიან(მაგ., კავკასიონი, ურალის მთები). წარმოშობის მიხედვით განასხვავებენტექტონიკურ, ეროზიულ და ვულკანურ მთებს. ტექტონიკური მთები ძირითადადწარმოიქმნება გეოსინკლინში შრეების ინტენსიური დანაოჭებისა და დედამიწისქერქის აზევების შედეგად. ტექტონიკური სტრუქტურების შესაბამისად განარჩევენნაოჭა და ლოდა მთებს. ეროზიული მთები დედამიწის ქერქის მაღლა აზიდულიჰორიზონტული სტრუქტურების პლასტოსებრი ზედაპირის დანაწევრების შედეგია. ვულკანური მთები -— ვულკანური კონუსების, ლავური ღვარების, ტუფური საფრისერთობლიობაა.

Comments
Post a Comment